წარსულებს


სხვაგან მიმიწევს გული და 
დამრჩა ფიქრებიც იქეთ,
სადაც ბაბუა მიცინის,
ბებია სადაც მიმზერს.
გადის დღეები ასე და 
დღეები ისე გადის,
უმათობისგან ჩვეული
მცვივა ცრემლები დარდის.
ძველი,ხის,დიდი ოთახი,
როგორც ბავშვობის კერა,
დიდი ხანია გაქრა და
მასზე ფიქრები-ვერა. 
ბა,იმდენ ლექსებს დაგიწერ,
ლექსებს დაგიწერ იმდენს,
შენს ხელებს ისე თუ ვერა,
ლექსით რომ მაინც მივწვდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი