გალა


ცივი ნოემბრის სუსხიან თვეში,
სანამ იისფრად წამოთოვს ზეცა,
სანამ იელვებს ლექსები თქეშით,
და სანამ დღე ჰგავს მოწყენილ ძეწნას….
გაიშმუშნება გრგვინვით რიონი,
ჩაუქროლებენ ცხენები ზეცას
და-იბადება გალაკტიონი…

დაიგრიალებს ქვეყანა ერთსაც!

17.11.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი