ციცინათელები
სადღაც წავიკითხე-შეიძლება,ბოლო თაობა ვართ,ვინც ციცინათელები იხილა… და მერე დიდხანს ვფიქრობდი-როდის დავინახეთ ბოლოს ერთმანეთის სინათლე… შენ არ შეგიძლია,კითხვასავით თითი გააყოლო ცხოვრებას, რომ არ აგებნეს. მას მხოლოდ ნერვებს გადააყოლებ… მე არ მტკივდება მუცელი სიცილისგან, ტკივილს მივყავარ სიცილამდე, შეჩვევამდე, გაჩუმებამდე… არ მინდა ამით თავის შეცოდება, გიყვები სინამდვილეს ჩემს ძლიერ სისუსტეებზე და გახვედრებ,რომ ჩემნაირები არ არიან ამ ცხოვრებისთვის რომ ჩემნაირებს გული სწყდებათ… რომ ვიქანცები… რომ ვეღარ ვუძლებ… რომ სულივით შემეხუთა სიცოცხლე და არ არსებობს წამალი,რომელიც ამ უჰაერობისგან განმკურნავს სიხარულს ელოდები და ეს დრო იწელება ჰორიზონტივით, მაგრამ რომ მოვა- არ იქნება ზღვასავით დიდი. არც ტკივილი, არც მოწყენა, არც გულისტკენა, არაფერი გაივლის ისე ჩქარა, როგორც დრო… მაგრამ გაოცდები როცა შეამჩნევ- მაინც იმდენად ახლოა, რომ კი არ განიკურნე, შეუხორცდი შენს ტკივილებს, მოწყენას, გულისტკენას. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ყველა სხვადასხვა დარდს გისახსოვრებს რომ მოიწყინო, მერე გინდება მონახო რამე, დედის კალთასავით მშვიდი და ცოტა ხნით გამოეთიშო… კარგი იქნებოდა,რომ წიგნივით შეგეძლოს-გვერდით გადადო და სხვა დღისათვის მოიტოვო შენი სიცოცხლე… სადღაც წავიკითხე-შეიძლება,ბოლო თაობა ვართ,ვინც ციცინათელები იხილა… იქნებ,არსადაც არ მიდიან ეს საცოდავი მწერები და ამ ცხოვრების სიმარტოვემ მათაც ჩვენსავით აიძულათ,რომ უბრადლო ჩაქრნენ?! 26 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი