პროცესიაზე ამოთქმული


თუთის შარიდან დაიწყო და სასაფლაოს აღმართებში გაილია ჩემი ბავშვობა

სველ მიწაში გადაირია ჩემი სილაღის და სიყმაწვილის ყველა სამხილი
და დავრჩი ასე,
ბებოს ღიღინით ცარიელი…
ბაბუას სითბოს მოკლებული…

ცრემლნამიანად გადაიქცა კისკისით სავსე ეზო-ბაღი,გახმა ბებიას ყვავილები…

მთებზე დიდია ახლა დარდი…

მშვიდად განისვენეთ,ჩემო ზაფხულებო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი