ჩემს დას


იფანტებოდნენ ღიმილები მწვანე მდელოზე,
ვარდის სურნელი ეხვეოდა ჭრელ არემარეს,
ამ შარის ბოლოს,ვიცი,ალბათ,დიდხანს მელოდნენ,
დავიგვიანე…არ მივედი,კვლავ გავიპარე

მერე სოფელმა მიიჩვია მწარე ქარები,
მაისის თვეში მეგობარის დავკარგე მზერა,
რთული ყოფილა,გახსენდება ჩიხთან გავლაზე,
იმ ცივ სამარეს ტირილით რომ აჩუქე ყველა.

აღარ ჩაივლის შენს ყანასთან თეთრი ულვაშით,
არც მისი ცოლი გაგიფიცხებს მერე ხაჭაპურს,
უნდა გაუძლო როცა ძილშიც ხედავ,ბურანშიც,
როგორ ვერ შველი შენს ბაბუას,დაღლილს,დატანჯულს…

აღარც ვარდები დაგხვდებიან ტალავრის ქვემოთ,
ვერც სმაროდინას მოიძიებ-ჭასთან ამოსულს,
რადგან აქამდე რაც გხვდებოდა მათ ბაღში,ჩემო-
ტირილ-ტირილით გაჰყოლიან მიწიდან მათ სულს 

დატოვებ სოფელს,საკვამურში კვამლი გაწყდება,
კარადის თავზე მოგროვდება მტვერი-არყოფნის…
და მოიგონებს,მაშინ,როცა ვერას გახდება,
შენი თვალები შენს ზაფხულბს-მიწას გაყოლილს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი