ჩემს ზაფხულებს


ნეტა თუ იცის ბაბუამ,რომ ასე მიყვარდა…
რომ ლექსში ახლა მისი არსი აწებებს რითმებს,
ნეტავ,ფიქრობდა?!ჩემს სახლთან რომ ბალახს თიბავდა-
ამიტოკებდა უმისობა საწერად თითებს 

ან ის თუ იცის ბებიამ,რომ ვუძღვნი ტაეპებს,
თავს თუ იწონებს ამ ლექსებით იმქვეყნად ხალხში,
რომ შვილიშვილი ამ სიტყვებით მათ სულს დაეძებს,
რომ ობლად დავრჩი მათ გარეშე-დანისლულ მთაში

ამ მთამ თუ იცის,გულით ზაფხულს რომ დაატარებს,
მდინარის ყველა წვეთში როა ტკბილი ბავშვობა,
რომ ვერ ვებრძოლე უნამუსო არყოფნის ქარებს…
და მომიწია სამუდამოდ მათი დათმობა?!

4 ივლისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი