ფერისცვალება
ფერისცვალების შუადღეა ზაფხულის მთაში, ბებიაჩემი ჭყინტიტაროს მოაცლის ქენჩოს, გამოტნეული გაუვსია კალთები ვაშლით ჭიშკარს რომ აღებს ბაბუა და გაჰყურებს ეზოს გარეთ მზეა და სახლში სითბო,რადგან ყველა ვართ… შვილიშვილები თავს ვეხვევით მოხარშულ ტაროს, ბებო გვიყურებს კუშეტკაზე შემომჯდარი და ამ ყურებით და სითბოთი და სილაღით ხარობს სველ თმას ივარცხნის ნელა კიბის თავზე ჩემი და, ჰამაკში ვზივარ,მესმის ქალის ჩუმი ღიღინი, ნახევარმთვარედ საზამთროებს გვიჭრის ბაბუ და თან ეპარება ულვაშებში ჩუმი ღიმილი ქუთაისიდან ჩამოვიდა წეღან მამიკო, ჭიდან ამოაქვს ,ცივზე ცივი, ვედროთი წყალი, ამაზე კარგი ზაფხულები არსად არ იყო… ამაზე ძვირფასს ვერ ნახავდა ვეღარსად თვალი… 5 ივლისი,2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი