გარშემო სიცოცხლეს ვეძებ,მაგრამ..
გარშემო სიცოცხლეს ვეძებ,მაგრამ ყველგან სიკვდილს ვეჩეხებიო… …………………………………………….. აღარ ვიცი უკვე მერამდენე შემოდგომა გადის,რაც ფოთლებივით დაიწყო ჩემში რაღაცამ ცვენა . დიდი ხანია,წარსულზე ფიქრი დამჩემდა და დიდი ხანია,იმათზე ვფიქრობ ვინც აღარა მყავს… ბებიაჩემის ჩუმ ღიღინზე, ბაბუაჩემის სიცილებზე, ანდრის ბოხი ხმის სილამაზეზე- ცამ რომ წაიღო… ცოცხალი ბავშვის გულწრფელი სიცილივით, ქალაქში სეიენობისას ქუჩის მუსიკოსის სიმღერასავით, გაზაფხულზე აყვავებული ტყემლის ხეებივით ლამაზია ზოგჯერ ცხოვრება,მაგრამ უსახლკაროსავით,ურნაში საძებნელი საჭმელივით გაგვიხდა მისი შეგრძნება. რანაირია,რომ ყველა ლექსი,ყველა ტანკა,ყველა მოთხრობა,რომელიც ადამიანს გულს დაუამებს,აგრძნობინებს,რომ მარტო არ არის,დაწერილია ადამიანის მიერ,რომელიც ცუდად იყო… ეს ცხოვრება ზაფხულის გრილი სიოა,საღამოსხანს აივანზე მჯდომს რომ დაგიბერავს და გეამება… მთავარია ქარად არ დაუბეროს,თვალებს რომ მტვრით ამოგივსებს და აგიწყლიანებს… ჩემი ფიქრები არეულია “ალავერდობის” მომლოცველებივით და მათი თავმოყრა,აქაც უკვე, ათასგზის ვცადე, მაგრამ ვნების სიმძაფრეს მათი გაქრობა უფრო იწვევს ჩემში,ვიდრე ერთად დანახვა. ნეკერჩხლის ნაზი ფოთოლივით მოვწყდი სიცოცხლეს, ხარირემივით დავიტირე ჩემი ამბავი… სხვა არა მიშავს,ზოგჯერ ვიწყენ, მაგრამ გამივლის, ასე დავწერ და გაჩუმდება ყველა იარა, ვინ მოუკლია ასეთ დარდებს,ანდაც, თუიცი?! ზოგმა,საერთოდ,ჩემზე მეტი გამოიარა… თქვენ,ფრხილად იყავთ ცხოვრებასთან, მყარად იდექით… ზაფხულის სიო გადამექცა ქარში ვაებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი