დაგებედები


“მოგწერ მოლოცვას,ტელეფონის შუქი ჩაქრება…
მე დაგიბედე და ხარ ჩემთვის ისე საჭირო,
როგორაც ბნელის გასაგნებად შუქის ანთება…
გიბედებ ახლა სამუდამოდ- ხარ ვით ჟანგბადი,
არსებობისთვის პირველი და თავისთავადი.
დავებედები მეც შენს დღეებს,შარშანდელივით,
ამოუდექი ჩემს კაპრიზებს კავალერივით.
ჩემი ლექსებით კიდევ ბევრჯერ დაგებედები და 
გევედრები ნუ დამიწყებ ახლა ბოდიალს…
სენტიმენტები უნდა ვწერო სწორედ იმდენი,
რამდენი რითმაც მომაწვება ანდა მომიარს.
რადგან სხვაგვარად ყველა სიტყვა უფასურობს,
მე კი შენს თვალებს-ჰორიზონტივით უსასრულოს
(ისე მჭირდება,ისე მიყვარს)
ლექსად დავწერ და ფურცლებს უნდა ვუსახსოვრო”

2026წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი