რადგან დამღალა ბევრმა რამემ


“რადგან დამღალა ბევრმა რამემ,რასაც თქვენ უძლებთ,
და გამუდმებით თქვენთვის უცხო დარდებს ვიტკიებ,
ფურცლის სიბრტყეზე ჩამოვწერ და,
ჭირისუფალი,
მკვდარი ცხოვრების ცოცხალ დღეებს გამოვიტირებ.

დავწერ ამ ლექსებს უსასრულოდ,
როგორც მოწყენას,
რომ აღარ უნდა  ჩემს შავნაღველს სტროფში ჩატევა,
და სამუდამოდ სამახსოვროდ ჩემგან დაგრჩებათ,
ჩემი საწყალი გულმოკლული ვერგადარჩენა.

სულს ვეღარ ვითქვამ,ზედის ყელი მიჭირავს ხელით,
შიგნიდან მიჭერს ვერნათქვამი ბევრი სიტყვები,
მე გამუდმებით,წამდაუწუმ,რაღაცას ველი,
…
და ამ ლოდინში,მე თვითონაც აღარ ვიქნები”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი