პატრიარქს


“სამების ტაძრის ვიდექ გზაზე და
შენს სიყვარულში შემომათენდა,
ძალიან მძიმე წუთები იყო,
უჰაერობა ძალას მართმევდა…

ადამიანთა მდინარეებში მე,
მცირე წვიმის წვეთად გარეულს,
შენს შეხვედრაზე ფიქრი მიქრობდა სევდას-
შფოთვით და დაღლით არეულს.

გნახე და გაქრა ყველა ტკივილი,
რაც შენთან მოსვლამ მიწილადა და 
გნახე და,ნეტავ,ამაზე სუფთას 
ჩემი თვალები რაღას ნახავდა.

ვნახე მე ხალხის მდინარეები-
ქუჩის სხვადასხვა შესართავებით,
მესმოდა როგორ დუმდა ქვეყანა,
ვნახე,ჰყვებოდნენ თუ რას თვალებით.

მგონია რაღაც ზღაპარში ვიყავ
ან ის წუთები იყო ზმანება,
და,უწმინდესო,იმ შენს არყოფნას
ვიხსენებ,ვფიქრობ და მენანება”

22.03.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი