ჯერ იყო გაცვლა
ჯერ იყო გაცვლა ქისა ვერცხლზე, მერე შეპყრობა, სამჯერაც კიდევ უარყოფა იყო უფალის, იყო ტანჯვა და იყო ყველა სიმდაბლე კაცის, გოლგოთა იყო,მერე იყო წუთები ჯვარცმის… ზურგანატკიებს, ეკალნამკობს, ლურსმანაკონილს, ებრალებოდა ,მაინც,ისევ ეკლისმკობელი… იყო ჯვარცმული, გალანძღული, იყო დაღლილი, გარდამოხსნილი,. მიცვალული,დედის კალთაში… მერე რაც იყო… უფლის,მცირე,იმ აკლდამაში- აღსდგა უფალი მესამე დღეს, აღსდგა იმედად- (ნუ დაღონდები, არ მთავრდება სიკვდილით ეს აქ) ქრისტეს აკლდამა დაცარიელდა …”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი