მე უშენობით


მე უშენობით ჩამომჭკნარი ვაშლები ვიცი
და ნანახი მაქვს გაუშლელი თეთრი ვარდები…
გაქრა წითელი,დამწიფებას ნალოდინები,
შენი ხელებით დაკრეფილი სმაროდინები…
კიდევ ბევრია,ბე,უშენოდ პრეტენზიები-
კიბეების ქვეშ გახმა,თურმე,ჰორტენზიებიც.
რა დამავიწყებს შენს მოყოლილ იდუმალ სიზმრებს,
მე შენი სახე ახლა მხოლოდ იქედან მიმზერს…
უშენობაზე რაც აქამდე დამიწერია,
მხოლოდ სიცოცხლეს გინარჩუნებს-სამი წელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი