ბაბუა!


“რამხელაც იყო,მასზე ორჯერ მეტი ჰქონდა დიდება!
ყოველთვის ვიტყვი,არვის ჰგავდა!არ მერიდება!
ბაბუაჩემი ჰგავდა ზღაპარს-იყო,ვფიცავ და…
მაგრამ ვაი,რომ წავიდა და აღარ იქნება….

იყო მაღალი,ჰქონდა ორჯერ მეტი დიდება!
მეომარს ჰგავდა,რომ იბრძვის და რომ არ იღლება…
გაგაღიმებდა,როცა დარდი გიღირღიტებდა
და ცივ საზამთროს ,გულით, თეფშზე გადმოგიდებდა…

ჩემი ბაბუა მარტო დარჩა,ხმას არ იღებდა-
თავის სიყვარულს დაჰყურებდა,ღამეს ითევდა…
გამოიტირა და იგლოვა თავისი ცოლი,ფეხსაც ითრევდა…
და ჩუმად მყოფი ხელსაწმენდელს შუბლზე იფენდა.

წლები ითმინა დარჩენილმა სევდისამარა,
რომ ვეხალისეთ,ჩვენთვის დარდიც ბევრჯერ დამალა,
არა,ხომ ვამბობ,დარწმუნებით-არც მერიდება!
არავის ჰგავდა,სხვანაირი ჰქონდა დიდება!

ჩემი ბაბუა,უძლეველი,დარდმა დაღალა…
უჩუმრად,მარტომ,თავის სახლში,თავი დახარა…
მიირბინა და ჩემს ბებიას,ოდნავ ჭაღარას,
“მე მოვედიო” მონატრებულს გულით ახარა…”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი