ჰო,თავის ტკივილებს ვაბრალებ და
ჰო,თავის ტკივილებს ვაბრალებ და ვათენებ,ვინ მოთვლის,მერამდენედ… ცოტახნით ჩავთვლემ და,გევედრები ადე,იცხოვრეო,შემახსენე! მეც ვიცი,შემეძლო უფრო მეტი,ჰო, რა ვქნა-მივყევი ხასიათებს, ხანდახან ოთახში ვიკეტები… ეს ჩემი დარდებიც აზვიადებს… შენ,ჩემი კაპრიზის კავალერო, არ გეწუწუნები,დაგინდე… დღეს მინდა სიცილი გავაჟღერო, გულზე სანთელივით დაგიდნე. შენი მოკაშკაშე თვალებია სიცილისას- რომ ჰგავს სიცოცხლეს, ასე ჯერ არავინ მყვარებია, ჩემო კავალერო,იცოდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
გაუგებარია ავტორის ჩანაფიქრი. პირველი ორიკატრენის 10 მარცვალი ყველგან და უეცრად შემდეგი კატრენების მონაცვლებითი 10-9-10-9 სისტემა. ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერ შეძლო ავტორმა პირველადი ზომის შენარჩუნება და ძალით შეცვალა სტრატეგია.ვაბრალებ და/ გევედრები.აქ რითმა არ არის არადა ავტორი მიყვება აბაბ სქემას.დაგინდე/დაგიდნე ზმნური კლიშე რითმა,რაც შეეხება თავად ლექსს აქ არ არის არაფერი ახალი და საინტერესო მეტაფორა .უფრო ლამაზი ჩანაწერია დღიურისთვის ვიდრე პოეზია."მეც ვიცი შემეძლო მეტი" აქ 10 მარცვალი არის მაგრამ რიტმი მაინც ტყდება მახვილების განსხვავებული გადანაწილებით.
ლექსში გამოყენებული ხატები („გულზე სანთელივით დაგიდნე“, „მოკაშკაშე თვალები“) გაცვეთილი და შაბლონურია.
ტექსტს აკლია სიღრმე, ორიგინალური პოეტური აზროვნება ან ახალი მხატვრული ფორმის მიგნება.ხოლო შინაარსს რაც შეეხება, ალბათ ყოველი მესამე ქალის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.