ელენეს
ისევ წვიმებია უსაშველო,კაპრიზებიანი წვიმებია, აგვისტოს ორია და,მეგობარო,აწი,მზე გამოვა,იმედია… სხვები ცხოვრობენ და ჩვენ დავდივართ,ჩვენი გზები ვერ დაილევიან, ელი,ჩვენც ვიცხოვრებთ,მეგობარო-ზუსტად ვიცი,ანდაც,იმედია… ბავშვობის ფერადო მეგობარო,სიყრმის დასაყრდენო ყავარჯენო, ოღონდ შენ მითხარ და შევეცდები,ეს წყეული დღენიც გავაჩერო… ელი,შენ იყავ და,მეგობარო,ჭირსაც წაუღია ამინდები, ოღონდ შენ იყავ და არ მადარდებს წვიმის უცხვირპირო რაინდები! 2.08.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი