saudade
წარსულის თეთრი ფერები მიყვარს, ბინის ბიჭები და ბიძაჩემად რომ მოვიხსენებ ყველას,იმიტომ რომ მათი არსი ჩემში იმაზე მეტია,ვიდრე უბრალოდ მეზობლობა… ნიგვზის ქვეშ ის ქვის მაგიდა მიყვარს და გაგას ხმამაღალი ხითხითი, ხმამაღალი დაყვირება, უსასრულო დადღანი ყველაზე და ყველაფერზე… უკანა ეზოს კონცერტი მიყვარს და ველოსიპედის ტარება-მეორე სართულის ფანჯრებიდან სიამაყით გადმომყურე ანას ბაბუა… მიყვარს უსასრულო რუზრუზი ხალხის და სახლის კარზე ქვემეხივით მოკაკუნება, ამ კაკუნისას მიხვდებოდი- ვისგან გამოყვა გაგას მისი ხმამაღალობა, დღეს მამამისმა გამიახლა უმისობის აშარი სევდა. მიყვარს,უკვე რომ დიდი ვარ და ეზოში ჩასულს მაინც ისე შემომყურებენ, როგორც შავთმიან თმაგაპუწულ 3 წლის გოგოს, თავის ჭკუაზე რომ დაყავდა ყველა… მიყვარს აივნის ერთ კედელთან მდგარი “კაჩალკა”,მის სიახლოვეს არსებული მოგონებები, და მენანება ის დღეები… მე მენატრება იმ წარსულის თეთრი დღეები, გაგას ხითხითი და ბიჭებით სავსე მაგიდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი