ია
ველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივარი, რაც ცას დღისით აეწურა, ცვარ-ნამებად გარდაქმნილი იის გულზე დაეპკურა. გაზაფხულის კოხტა ყვავილს გულს სიამზე მოეფინა, ველს სალამი მისთავაზა და მადლობით ცას შესცინა. კოპწიას და ჩანასკულსა, ლურჯქათიბა-კაბიანსა მთაც ნაკადულს უგზავნიდა, ცივწინწკლება-ქაფიანსა. და უთვლიდა გამარჯვებას, ცხონდა თქვენი მშობელიო, აქ ეს არის, მანდ შენა ხარ გაზაფხულის მთხრობელიო... ველში ია ცქრიალებდა, კლდეზე წყარო ჩქრიალებდა, მთა და ბარში გაზაფხულის უხვი მადლი ტრიალებდა...
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი