მთხოვარი


გზის პირას იდგა მთხოვარი,
სად ხალხი მიმოდიოდა,
გამვლელ და გამომვლელთანა
უძლურებაზე ჩიოდა:

- დამიგდო ავადმყოფობამ,
უკურნებელმა ძნელადა,
საქმე გამიხდა სათხოვრად,
კარისკარ დასავლელადა. -

მგზავრს შეებრალა გლახაკი,
აჩვილდა გრძნობა-გულითა;
ადგა, გაიღო წყალობა,
უკანასკნელი ფულითა.

- იქნებ შენ უფრო გიჭირდეს, -
ჰკითხა მთხოვარმა, - ძამია?
ვინ იცის, ნამგზავრს, დაღლილსა
ლუკმაც არ შეგიჭამია!

- აიღე, კიდევ ვიშოვნი,
ქვეყნიერება დიდია,
ჯანსაღი უძლურისთვის
მუდამ კიბე და ხიდია. -

უთხრა და სამუშაოზე
მიმართა იქვე სოფელსა;
გლახა კი გულით მადლობდა
მგზავრსა და მგზავრის მშობელსა.

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი