პირველი გაზაფხული
პირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-ტყეს დაჰყურებს ცხარე თვალითა, აქ-იქ ქურდულად დარჩენილს თოვლს ანადგურებს ძალითა. ბუჩქების ძირში ჯგუფ-ჯგუფად ამოფეთქილან იანი, იქვე ფარფატებს პეპელა, ნაზი, ფრთა-წინწკლებიანი. მერცხლებიც დანავარდობენ, სამშობლოს ნახვით ტკბებიან, ია ხომ აყვავებულა, ვარდებიც გაიშლებიან!
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი