ჩემო ტკბილო საქართველო
ჩემო ტკბილო საქართველოვ ფავორიტებში დამატება ჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭირდა სიდუხჭირე, წყალს გაჰყვა და გაილესა, შენს ნაეკლარ ნიადაგზე ია-ვარდი დაითესა. მოგილოცავთ დღეის დღეს და ვისურვებ, რომ ასე რებდე: თავისუფალ გმირის სახელს საუკუნოდ ატარებდე; ვინც მოვიდეს, შეგეხიზნოს - შვებასა და ლხენას გრძნობდეს... მაისი ხომ მაისია, იანვარშიც მაისობდეს.
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი