ზამთარი
თეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე დათოვლის სერებს: ყელები უგავთ სურასა; ზამთარი მხოლოდ აშინებს ლაჩარს და ბუტუსურასა! შენ ხომ არც ერთი არა ხარ, მაშ ნუღარ დაიგვიანებ, თუ გუნდაობას ვერ შეძლებ, პირს მაინც გაიმზიანებ. -მოვდივარ, შენი ჭირიმე, ციგით და თხილამურებით, მეც მიყვარს თვალის დატკბობა ჯანსაღი თოვლის ყურებით! ნახე, როგორი ბიჭი ვარ, ციგას რომ გავასრიალებ! ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად, ხან თოვლში გაკოტრიალებ! თუ გამეჯიბრე გუნდაში,- ისე აგიწვავ ყურებსა, როგორც თონიდან ამოყრილ კოხტად დაბრაწულ პურებსა!
წყარო: kids.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი