შემოდგომის ბოლო პატარძალი
ცივი თებერვალი ვერ მხდის ემოციურს, სევდის ბახუსისგან ისევ მაბანცალებს, ფურცელს ვუნიავებ თვალებს ეროზიულს, როგორც შემოდგომის ბოლო პატარძალი. წერა დავივიწყო, სულმა არ ინება, ადრე ვარიგებდი უხვად ენდორფინებს, ახლა სანატრელი გახდა გაღიმება, ნეტავ ახლა კარში ღმერთი შემოვიდეს. ლაღად აღარ ისმის გულში ჩემი ნოტი, ტკივილს როგორც წესი ლექსით ვაზვიადებ, ზოგჯერ პოეტისაც უნდა გეშინოდეს, გიჟი მარტივით რომ იცვლის ხასიათებს. დროა ისეთი რომ უნდა დაიჯერო, თვალით ნანახი და არა ყურმოკრული, გულთან აღარავის ნდობა გაიჩერო, თორემ შენ დარჩები ბოლოს გულმოკლული. უკვე აღარაფრის შემრჩა სიმპათია, თურმე მეგობარიც ხდება მოღალატე, რადგან გაზაფხული მხოლოდ ნიღაბია, ისევ დაუბერავს ქარი მოძალადე. შმაგი წიკლაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ტკივილს როგორც წესი ლექსით ვაზვიადებ - ზუსტად... მსგავსად....