♥️


ყოველდღე ფიქრმა თითქოს დამღალა,
და ოცნებებიც გაჰყვა მანტიებს,
გულს სიყვარული მწარედ მომაწვა,
და ეს დარდებიც უკვე მამძიმებს.

ბედნიერი ვარ, იცი რის გამო?
სულ მალე შენი ნახვა მომიწევს,
სხვები მეტყვიან აღარ იდარდო,
მე აღარ ვდარდობ და შეგეჩვიე.

თავს ვეუბნები? იცი ვინ გიყვარს?
ყველაზე მეტად ცოდვილი გახდი,
მაგრამ რა ვუყოთ სწორედ ის გვიყვარს,
ვინც ჩვენს გულის ხმას გადაწვავს შანთით.

სიყვარულია მაშინ ნამდვილი ,
როცა არ უნდა გიყვარდეს სულით,
შენ კი გონებას ყურს ვეღარ უგდებ
და გიყვარს მაინც "პატარა" გულით

თითქოს თვალებში ვარსკვლავებია,
შენი თვალების მონატრებული,
აემ გულში კი ცეცხლი ანთია,
მაგ შენს ღიმილზე შეყვარებული.

ალბათ ოდესმე ის დღეც დადგება,
ყველა ჩემს ლექსებს რომ მოგიყვები,
მერე კი ჩუმად გეტყვი: შენზეა,
ყველა სტროფი და ეს სიმღერებიც...

ვიცი, მიხვდები დრო რომ დადგება,
ჩემს ნათქვამს აღარ გაიმეორებ,
ალბათ თავიდან მოვა ზაფხული,
მაგრამ შენს თვალებს ვერ დამავიწყებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი