ჩემს შვილს რა მოვუყვე ვფიქრობ


ჩემს შვილს რა მოვუყვე ვფიქრობ,
რაა მოსაყოლი ჩვენში,
რაა საოცარი ხიბლი,
ჩემი საცოდავი ქვეყნის.
რომელ გმირზე ვუწყო ბჭობა,
როცა უგმირობა გვებრძვის,
თავის გატანისთვის ყოფა
როგორღა მოვუყვე ჩემს შვილს.
მთებს და მდინარეებს თვალ მჭრელს,
ახლა საღადა აქვს ხიბლი,
ცაზე ვარსკვლავებიც ვთვალეთ
ვუმზერ მის ბაგეზე ღიმილს.
-დედი ახლა ვინ გვყავს გმირი?
შევცბი დუმილებიც დუმდა,
-დედი ნუთუ არ გვყავს დიდი
როგორც აკაკი დაშოთა.
-იაკობის დედაენა
რატომ ჩაანაცვლა ვინმემ?
რა ვქნა რა პასუხი გავცე 
იქნებ მომეშველოთ ვინმე.
-დედი მიმღერეო ნანა,
თვალი მოამზადა თვლემით,
მე კი სევდიანმა იქვე
ნანა ვუღიღინე ცრემლით.
თიკომ არ იცისო ნანა
თავის მეგობარზე მითხრა 
დედა არ უმღერის ნანას 
თიკოც ვერ ნახულობს სიზმარს.
დედი ასწავლეო ნანა
არ იცისო თიკოს დედამ,
აქაც გამიცივდა გული
ნანას აღარ მღერის დედა.
ჩემს შვილს რა მოვუყვე ვფიქრობ,
რაა მოსაყოლო ჩვენში,
რაა საოცარი ხიბლი
ჩემი საცოდავი ქვეყნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი