ჩემი უღმერთობა მოსპე


მე ვარ ნათლული ლუციფერის,
დამნათლებია ბევრი,
მომეკლა ჩემი ახლობელი
გამეხარებინა სხვები.
ბევრის მომიპარავს სიხარული,
ბევრზე ამიხდია სული,
ქალწულს დავუკარგე სინაზე და 
დედას მოუკალი გული.
მამას შევურცხვინე ჯიშ -ჯილაგი,
და- ძმა გავიხადე მტრებად,
მე ვარ ლუციფერის ნათლული და
შორს ვარ ჩემთვის უცნობ ღმერთთან.
მწყურია სისხლი შინდისფერი,
ნადირივით დაკვლა კაცის,
მე ვარ ლუციფერის მონათლული
მე ხომ ვერავინ განმსჯის.
შენ ხარ?ანგელოზი ღვთის მსახური?!
ჩემი უღმერთობა მოსპე,
მიდი შეძელი და შემიყვარე,
მიდი მოყვასივით მლოცე.
მე ვარ ლუციფერის ნათლული და
თქვენი უღმერთობის მოწმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი