ვერ მოვიშუშებთ ასე იარებს


სწორად ამბობდნენ ჩარკვიანები
დროით შუშდება ნაიარევი?
ვერ ვეთანხმები დრო ხსნის ჭრილობებს
ტკივილები რომ განაპირობებს.
სწორად ამბობდა ნეტა ილია
რომ საქართველო უფლის შვილია?
ვერ ვეთანხმები რადგან გამოდის 
უფლის შვილისთვის ვერ მოგვივლია.
სწორად ამბობდა გალაქტიონი 
რომ სიყვარულში არის ღირსება?
ვერ ვეთანხმები რადგან სიყვარულს
უღირსი ბრბო კლავს, ფარსი დიდება.
სწორად ამბობდა ნეტა აკაკი 
რომ დამნაშავე ის იყო თვითონ
ვერ ვეთანხმები რადგან ძიძები
შვილის აღზრდისთვის მხოლოდ ფულს ითხოვს.
სად გაქრა ნეტავ სიტყვა "სამშობლო"
როდის ან როგორ დავადეთ ტაბუ,
როდესაც გაქრა პატივისცემა
დედის და მამის ბებოს და ბაბუს.
სწორად ამბობდნენ ჩარკვიანები
დროით შუშდება ნაიარევი?!
ვერ ვეთანხმები დრო ხსნის იარებს
ვერ მოვიშუშებთ ასე იარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი