მე მაწუხებს
მე მაწუხებს შავი ლაქა, წარუშლელი გამუქებით, შელახული უჯრედები მოჭერილი მარწუხები. მე მაწუხებს ბედი ერის, ერი ერთ დროს ბედნიერი, მე მაწუხებს სიმახინჯე თაობების მომხუსხველი. ის სიბნელე რომ ჩამოწვა, რომ დადუმდა მართლის მთქმელი, რომ სხვაგვარი წვიმებია, რომ თოვლია ნაცრისფერი. მე მაწუხებს,წიგნის წვა და კონტაკტები ტექნიკური, ემოციის დაკარგვა და სადიეტო შავი პური. მე მაწუხებს სიდუხჭირე ხავსად ყველგან მოდებული, ყოფა თვის გასატანად თავი ბაწარს მიბნეული. მე მაწუხებს სუიციდი, მაწანწალებს ითოვს ქუჩა, ბებერ ხელებს მორიდებით ისევ იწვდის ითხოვს ხურდას. მე მაწუხებს ჩემი ცრემლი ცრემლი არაფრის მომცემი სიბრალულით გაჟღენთილი საქართველოს მკვიდრი შილი. მე მაწუხებს ერის რღევა, ერის ასე დაბნელება ტკივილების გადათელვა, მორიგი დღის გაგრძელება. მე მაწუხებს შავი ლაქა წარუშლელი გამუქებით შელახული უჯრედები, მოჭერილი მარწუხები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი