შხამით სავსე ინექცია
მოდის მოაბიჯებს ლაღად ახალგაზრდა ჯანით სავსე,~ ხელთ უჭირავს ინექცია , დამღუპველი შხამით სავსე. მარცხნივ მხარზე უზის ეშმა, მარჯვნივ მხარზე ანგელოზი, სული ისე მოსწამლვია, ვერას შველის ანგელოზი. მიეფაროს ეძებს ბნელეთს , შეუმჩნევლად უნდა ჩხვლეტა, შხამით სავსე ინექცია , მის ვენებში გაიჟღენთა. კვდება წამით სიამისთვის, ეშმა ხარობს,ეღიმება, ანგელოზი ვერას შველის და ზეციურ ცრემლად დნება. მიეფაროს ეძებს ბნელეთს შეუმჩნევლად უნდა ჩხვლეტა შხამით სავსე ინექცია მის ვენებში გაიჟღენთა.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი