უფალს შევაშველოთ ხელი


რა მოხდა...როდის დაიკარგა 
ან რა დაემართა ნეტავ...
როგორ დაუშვა რომ ასე წამხდარიყო
ან რამ აიძულა ნეტა.
რა მოხდა როდის გადავჯიშდით,
როდის მოგვეწამლა გული,
როდის ვუახლოვეთ ასე გამეტებით 
ეშმაკს ღვთისნიერი სული.
როდის გაგვიქვავდა ასე საგულეში
ადამიანური გული,
რატომ მოვერიდეთ ასე თავხედურად 
სხვისი დახმარების სურვილს.
რატომ არ გვაღელვებს პატარა ბავშვები,
ავდრებში რომ წვიმად ცვივა,
რატომ ვერ გავბედეთ მოხუცის თვალებში 
ისევ ჩაგვეხედა თბილად.
რატომ დავივიწყეთ ასე ათი მცნება
,ერთი არ შემორჩა ჩვენში
როგორ გავუწიეთ ეშმაკს მეგობრობა,
მესმის რა დღეშია ღმერთი.
ახლა ეშმაკია ჩვენი მბრძანებელი
ჩვენთვის კენტად ბრძოლობს ღმერთი,
იქნებ დავიბრუნოთ ადამიანობა
უფალს შევაშველოთ ხელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი