ჩემი მეორე მე


ჭკუიდან მშლის და მრევს ჩემი მეორე მე,
ქარის სისწრაფით ძგერს გული და მაგლეჯს ნერვს,
შიგნით მიზის და მღრნის მიხარია და მწყინს,
მიფრთხობს ღამეს და ძილს,მიფორიაქებს ფიქრს.
ის ისაკუთრებს ჩემს,გრძნობის ერთად- ერთ ღმერთს
მიტეხს ფუნჯს ერთად ერთს ,მე რომ ტილოზე ვწერ,
მიქრობს მუზას და ლექსს მუზის გარეშე ვწერ
სიტყვის ადგილებს ცვლის და ურითმობა მჭირს.
ნაბიჯს აურევს თავს,ვადგები სულ სხვა გზას,
ცრემლებს მიშრობს და მღლის,მშრალი ცრემლები მდის,
ცხოვრებას უცვლის არსს,დრო ფუჭად მიდის მკლავს
ვეკითხები და დუმს,რა უნდა რას ითხოვს.
ტკივილს ითვისებს ჩემს, ვცარიელდები მე
დიალოგებში მსპობს,რეალობაში ვერ
ეხლა ვზივარ და ვწერ,რომ ვერ გამტეხავს ვღწერ
ის უსუსური ვინმე,ჩემი მეორე მე.
სასაცილო და მხდალი,უისტორიო ზომბი
უსიცოცხლო და მკვდარი,დაზომბებული მონსტრი.
ცდილობს შემშალოს შემძრას,ჩემში დაიდოს ბინა,
გადამიგვაროს ფიქრი,შემაცვლევინოს ბინა,
თეთრი საგიჟის კედლებს მიმაბაროს და მორჩეს
მე ისედაც ვარ გიჟი,მყავს მილიონი მოწმეც.
განა რაიმე მჭირს?არც სიგიჟე არ მღლის,
მე მის გარეშე მწყინს,შენ კი მოსაწყენს მხდი.
ცხოვრებას კიდებ ხელს,ირჩევ ჩემივე გზებს,
ისე გიზიდავს ეს,რომ ჩემს სიკვდილზე ჰყეფ.
მეცინება და შენ ბრალად გაფრენას მდებ,
მე რომ გიჟი ვარ ვწერ,შენ კი როგორ აფრენ?
ისე გავერთე მე, რომ შენზე ვზივარ და ვწერ
საშლელს იღებ და შლი,(აქედან ვერ წაშლი.-)
ეხლა ზიხარ და ბრაზი ისე ძალიან გახრჩობს,
რომ დასიებულ წითელ თვალებსაც ვერ ვცნობ,
თითქოს დავლანდე შენი უშნო წამწამის ძირს,
ერთ- ერთი წვეთი ცრემლი მე რომ წამართვი ის.
თქვი გიჟიაო მართლა მაფრენინებსო მეც,
ისე მოწყდი და გაქრი,მე კი ვზივარ და ვწერ
რა სულელია მართლაც ჩემი მეორე მე
მოდი მჭრდები მართლა, უშენოდ რა გაძლებს.
მოდი გაფრენის დროა,შენთან გაფრენა სჯობს
ვიღაცა უცნობ მგზავრთან ვეღარ გავუსწრებ დროს,
შენ შმისწავლე მარტო,შენ ხარ ყველაზე ახლო
გაინაწილე ჩემი დაგროვებული ბრავო.
დღეს მე პირველად გწერ,რა შუაშ ხარ შენ,
ჩემი შექმნილი მონსტრი,კოშმარებით და ბოდვით
ტკივილებით და შფოთვით,ცრემლებითა და მოთქმით,
გაფრენის დროა გაფრენის დროა გაფრენის დროა მოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი