ოღონდ ბაგეს ათქმევინე დედა
შენ დამარქვი პაწაწინავ დედა, შენ გამხადე სრულყოფილი ქალი, შენ მაგემე სიხარულის გემო, მიხარია გათენება ხვალის. შენ რომ არა მე არავინ ვიყავ, არც სიცოცხლე მახარებდა წამით, მე შენს შემდეგ სიცოცხლისთვის ვიბრძვი, რომ უშენოდ აღარ დავრჩე წამიც. შენ ხარ ჩემი საოცნებო შვილი, ახდენილი ოცნება ხარ ჩემი, უფალს სხვა მე რაღა ვთხოვო აწი შენით მე ხომ სრულყოფილი გავხვდი. ოღონდ ბაგეს ათქმევინე "დედა" და სიგიჯეს ამარიდოს ღმერთმა მე ისეთი ბედნიერი მქვია, ვერც კი ავღწერ იცის მხოლოდ ღმერთმა. ვერ ვშორდები შენი კანის სურნელს, პაწაწინა თითუნებით ალერს, შენთვის მინდა ყველა ჩემი წამი, უფალს ვუნთებ ათასოვით სანთელს. ათასობით უშვილოთ რიგში, მე არ ვდგევარ ამაყი ვარ შენით, საოცარი სიმშვიდეა სულში და შეგყურებ "დედას "როდის იტყვი. ოღონდ ბაგეს ათქმევინე'დედა" და სიგიჟეს ამარიდოს ღმერთმა, მე ისეთი ბედნიერი მქვია ვერც კი ავღწერ იცის მხოლოდ ღმერთმა ოღონდ ბაგეს ათქმევინე "დ ე დ ა. "
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი