რევოლუცია


ნათელში ჩასახლებულ სიბნელეს,
კენტობით შეპყრობილ სულს,
მართალის სიყალბემდე დაყვანაზე
კაცობრიობა კვლავ დუმს.
ადამიანებში პრობლემაა,
გონი მოდუნებას გრძნობს,
რევოლუციები საჭიროა
პროგრესმა გაუსწროს დროს.
შეგნების რევოლუციას ვითხოვ
საზღვრებს გადაირბენს ბრბო,
სვლები უსუსური გავაჩეროთ
არ გვაქვს მოდუნების დრო.
მირბის ქარიშხალსაც გადათელავს,
ახალგაზრდა ჟინით ფრენს,
მაგრამ გადაფრენით იღუპება
ამბიცია უჭრის გზებს.
თავდაცვაა მისი გადაფრენა,
გაურბის პრობლემებს და დროს,
ის ან ნარკოტიკით იჟღენთება
ანდა დეპრესია ფლობს.
ცხოვრების არსის დიაგნოზს სვამს,
გზა და გზა ატ მცნებას სპობს,
ცოდვაში ათეისტის იმიჯს ირგებს
მერე სული შველას თხოვს.
მერე სამყაროსთან კარგავს კონტაქტს,
რაციონალურ შიშს ფლობს,
მერე ანაფორას გადაიცმევს
შიგნით მალავს შექმნილ მონსტრს.
მერე სულის შვებას მიეცემა,
შიშებს გააყოლებს დროს,
ისევ მრევლის გროვას უერთდება
მაგრამ ვერ ერგება დროს.
ისევ სიბნელეში იკარგება,
ისევ დეპრესია სპობს,
რევოლუციები საჭიროა
გონებრივი ჩართვის დროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი