სიგიჟის ზღვარს
აბსოლიტურს მხდის ობიექტური სვლა, მივანდე თვით ფიქრიც ჩემი გულის ხმას, პრინციპი სწყვეტს სტარტს,მსაჯი წამზომს რთავს აწყვეტილი სუნთქვით ვხსნი სიგიჟის ზღვარს. დრამატული პულსაცია,სულის გავლით წერა, ზნეობრივი პრინციპი,დიაფრაგმის ხველა, აქ საერთო მიზნების საღი მიზანსცენა, ყალბი ღიმილებიდან,ტკივილების ცვენა. ხმის იოგებს იგლეჯ ,გაჰკივიხარ, ჰყეფ, ხან მგელი ხან კრავი ხარ,ხან გიჟი ხან შენ, ხან საკუთარს არ გავხარ, ფხიზლად ხარ ან სთვლემ ხან სიმწარის ბზარი გყოფს,ასკოლკებად გხვეტს. ათასობით გვამი ხარ,ან გვამი ხარ შენ საკუთარი ცხედარი თვითონ დაკარგე. არ არსებულ ჩარჩოებს თითქოს მაინც ლეწავ ებრძოლები ,,კომუნს''სასაცილოს ხედავ. დაბნელებულ სულებში ,ლამპიონებს რთავ მაშინ როცა ბოლომდე სიყალბეში ხარ. აქ სიგიჟის ზღვრებია ,სათქმელი კვლავ ბევრია თუმც კვლავ მარცხის სენია ჩვენ რომგადაგვდებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი