ჟამი განკითხვისა


გესმის ხარხარი და გიპყრობს შიში,
უკვირს საკვირველს კანკალებს შიშიც,
განათებულა ნათელი-ნათლად,
სიკვდილი გიხმობს სიცოცხლის ნაცვლად.
შეურაწყოფენ-შეურაწმყოფელთ,
დარდი კვლავ რჩება ისევე დარდად
და როს სპეკტაკლის დასასრულს ხდება,
ისე დაეშვა სიცოცხლისფარდა.
წინ აღიმართა დიდი ეკრანი,
ბნელმა მოიცვა ირგვლივ ყოველი
გადაიშალა მთელი ცხოვრების:
ცოდვა;სიკეთე და დღე ყოველი.
ცრემლობდა-ცრემლი,დარდობდა დარდი,
კვლავ არ წყდებოდა მკვლელი ხარხარი,
ენა მოუბარს სიტყვაც ვერ გითქვამს ,
ფიქრობ ეს არის გრძელი სიზმარი.
მოვა უფალი...
გამოარკვიე ადამიანო?
მიხვდი არ არი გრძელი სიზმარი?
ეს შენი ბოლო განკითხვის მზეა
განვლილ ცხოვრებას უმზერს უფალი.
შეგრცხვა გაწითლდი?სინდისი გქენჯნის,
პირველად ცრემლობ წრფელი ცრემლებით
ჯოჯოხეთს ხედავ,ხედავ სამოთხეს
და კარგად იცი რა გზაც მოგელის.
უ ფ ა ლ ო ....
აი პირველად დაგცდა,თხოვდი ჯოჯოხეთს არიდებოდი,
დედამიწაზე მიჩვეულ სითბოს ვერ შორდებოდი ვერ ელეოდი,
და მაინც დადგა ჟამი განკითხვის,ჟამი რომელსაც არ მოელოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი