მთავარანგელოზს


დილამ ირიჟრაჟა რაღაც უგემურად
რადგან უშენობას დილა ვერ იფერებს,
ბაგეს ეღიმება ისე უფერულად
უშენობის დილას თვალი ვერ იჯერებს.
ისე მივეჩვიე დილით შენ გიმზერდე 
შენით მახარებდეს დილის გარიჟრაჟი
რომ ეს დილა უკვე დილად არ ჩავთვალე
შენით რომ მუზების ერქვა პეიზაჟი.
მხოლოდ ერთი დილა ,დილა უშენობის 
ჩემთვის საუკუნის განვლის ტოლფასია
ვიცი უჩემობის დილას შენც ვერ უგებ
რადგან კენტად ყოფნა ჩვენი,აბსურდია.
ისე მენატრები ყველა ძარღვში მივლის
შენი მონატრება ისე ნეტარია
4 საათიც და კენტი გამთელდება
ეს ღამე კი ჩემთვის ცუდი ზგაპარია.
მაგრამ მთავარია,დილამ ირიჟრაჟა
ეხლა ყავით ხელში მზე თუ გეახლება
მე კი უშენობით ღამე განათევი
უშენოდ განვლილი წამიც მენანება.
დილამ ირიჟრაჯა რაღაც უგემურად 
რადგან უშენობას დილა ვერ იფერებს
ბაგეს ეღიმება ისე უფერულად
უშენობის დილას თვალი ვერ იჯერებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი