ჩემი ნიღაბი
ჩემი ნიღაბი ყველას სევდას იტევს, ყველას შინაგან შფოთვას, ყველას მღელვარებას ერთფეროვნებისას, ყველას სათქმელს ამბობს ბორგავს. ჩემი ნიღაბი შენი ნაწილია, შენი ჩაკეტილი სევდა, შენი დაწყვეტილი ფიქრის მძივებია მე კი მის აკინძვას ვბედავ. ჩემი ნიღაბი შენი დუმილია, მე ხომ შენს სათქმელს ვამბობ, ის რასაც მე ვამბობ შენი სათქმელია ხოდა ვირგებ ნიღაბს ვამბობ. ჩემი ნიღბები სხვადასხვაგვარია, ყველას მე ვირგებ და ვწვალობ, არ იქნება ცუდი,ერთხელ თქვენც მოირგოთ ჩემი ტკივილები თვალოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი