შემოაღეთ ერთხელ მაინც ფიქრის კარი ..
შემოაღეთ ერთხელ მაინც ფიქრის კარი, დააკვირდით ხომ არა აქვს ჩემს გულს ბზარი, აყურადეთ იქნებ სულის წუხილს მიხვდეთ ვამზეურებ შემონახულ სევდის ფიქრებს. იქნებ არ ვარ ყოვლის შემძლე ჯადოქარი იქნებ ძალა გამოცლილი სხეული ვარ დააკვირდით ღიმილია იქნებ ყალბი იქნებ ტკივილს სწორედ ჩემი ღიმილით ვკლავ. შემოაღეთ ერთხელ მაინც ფიქრის კარი, გაიცანით ჩემი ყველა საფიქრალი რადგან ფიქრშიც მხოლოდ თქვენი აჩრდილია თქვენ კი მხოლოდ ღია კარი გაგიღიათ. ღია კარში შესვლა ისე ადვილია როგორც ჩემი შეჩვეული ტკივილები, ერთხელ მაიც დაკეტილ კარს მიეშურეთ მის მიღმა რომ მარტოობენ ტკივილები. მე არა მაქვს უსაბუთო ჩივილები, უმადური მზერა იწვევს ამ ტკივილებს შემოაღეთ ერთხელ მაინც ფიქრის კარი მინდა მიხვდეთ ამ ტკივილებს თქვენ რომ იწვევთ. მე არა მაქვს მხოლოდ საკუთარი ფიქრი, არც საკუთარ აღზევების ილუზია, მე უბრალოდ ყველა თქვენგანს ვუერთგულე ყველას ვინც კი დღემდე ადამიანია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი