როცა გაფრენას შევძლებ
ჩემს რითმებს არ მოსწონთ ჭედვა, ჩარჩოში დამწყვდევა სიტყვის, არ მიყვარს წერტილი რადგან, მაქვს დიდი იმედი მძიმის, ჩემს ფიქრებს არ უყვართ კვდომა, არ მოსწონთ შეწყვეტა ფიქრის, დღეს წამეკამათა მუზა სევდისთვის,ტკივილისთვის და მერე რაა რომ ფრთები ისევ მაწყვია მხრებზე, მისი გაშლის დროც მოვა, როცა გაფრენას შევძლებ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი