და როცა ქოხში შემოღამდება


ჩემს ფიქრში ერთი პატარა ქოხია,
ამ ქოხში სიყვარულები უფლის,
ამ სიყვარულში პატარა ლომია
ლომი რომელიც ყველაფერს უვლის.
ამ ქოხში ყველა ერთნაირია,
ნაბიჯიც ერთნაირად ადგმული
ნაბიჯებს სწორედ ერთი ასწავლის
რომელიც სწორ გზებს არს მიჩვეული.
ამ გზებს ყავს ერთი გზამკვლევი მგელი
გზადაგზა ბარიერებს რომ ლეწავს,
რადგან ქოხიდან გასული ბმული
ისევ მობრუნდეს ამ ქოხში ერთად.
ქოხიდან გასვლა არის მისია 
რადგან ეს ქოხი მილიონს იტევს
გზა კი ისე აუცილებელია
რომ ქოხი ეხლა ტკივილებს ითმენს.
გზადაგზა იკრებს მსგავს სიყვარულებს
ჯაჭვად იკვრება მგზავრთა ბმულები
და როცა ქოხში შემოღამდება
უკვე მრავლობენ სიყვარულები.
ჩემს ფიქრში ქოხი იქცა სასახლედ
მაგრამ მცირეა მასში მცხოვრები
მგელი გზას უკვლევს ისევ მგზავრებს და
სასახლეს მიჰყავს სიყვარულები.
ჩემს ფიქრში ერთი პატარა ქოხია
ამ ქოხში სიყვარულები უფლის 
ამ სიყვარულში პატარა ლომია
ლომი რომელიც ყველაფერს უვლის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი