"მთავარანგელოზს
შეხედე დედამიწა გაგვიოცდა შეხედე შური დაგვსდევს დუმილების შეხედე მთვარე ითხოვს ვანათებდეთ შეხედე მოკრძალებას სურვილების. შეხედე ცა აჭრელდა სიხარულით შეხედე მზე იცინის გასაოცრად შეხედე ბილიკებზე ვარდებია შეხედე მასა როგორ დაიბოღმა? შეხედე შეიცვალა არსებობა თითქოს პულსაცია გაირითმა, შეხედე?მოუსმინე გულის ფეთქვას გრძნობა აენთო და გაირინდა. შეხედე ანგელოზებს ვუხარივართ, თითქოს ნერწყვებს ყლაპავს ლუციფერი, შეხედე გადამდები სიკეთეა თითქოს უკვდავებას ვუერთდებით, შეხედე ვარსკვლავები ჭორაობენ, მერე ისე უცებ მრავლდებიან, შეხედე გადამდები სიყვარული მასას როგორ აუტაცებია? შეხედე დედამიწა გაგვიოცდა, შეხედე ანგელოზებს ვუხარივართ შეხედე ნერწყვებს ყლაპავს ლუციფერი, გრდზნობას ერთმანეთში შევუზრდივართ. შეხედე მომავალი საოცარი, როგორ აინთება აივსება უკვე ლუციფერი დევსნის ეშმაკს მასში ანგელოზებს ეღვიძება. შეხედე სასწაულიროგორ ხდება. როგორ გავაოცეთ სიყვარული შეხედე გადარეულ დედამიწას როგორ დასტყობია სიხარული. შეხედე პატარა ბიჭს რა თბილია. თითებას შენს მუჭებში რომ ალაგებს შეხედე მომავალი ნეტარია სისხლიც ერთნაირად უვლის ძარღვებს. ვენებს დაუვლის და მოგვადუნებს ღმერთო გაგიჯებას ცოტა მრჩება შეხედე შენს თვალებით ვიხედები უშენოდ ყველა წამი მენანება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი