წვიმაში ქალი (სველი გვირილა)..
ეზოში გოგო ოქროსფერ თმებით იქცა ცასავით ცრემლად, ტირილად.. იქვე მახლობლად ცის ნამს მოვლენილს მორცხვად უხრიდა თვალებს გვირილა.. მის წამწამებში არ იყო ბიწი, ხოლო მის სხეულს ნაკლი არ ჰქონდა.. მიკრული კაბით ტანსა და რბილში სველდებოდა და ჩქარა გარბოდა.. მაისი იდგა, თბილისს აქუხდა, დაგლეჯილიყო ზეცა ღრუბლებად.. და მეც მომინდა მისი შეხება, როგორც მონოზვნებს ლოცვა უნდებათ.. ვიფიქრე, თურმე ქალში ცხოვრობენ სიგიჟე, ლტოლვა და გადარევა.. და შორეული ედემის ბაღში ყველა მცნებაზე ხელის ჩაქნევა.. ვადევნე მზერა ჩემი ბოლომდე, სანამ არ მექცა სევდა ღიმილად.. ვრჩებოდით ორნი ეზოში, ბაღში მე და სულ სველი, სველი გვირილა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი