ცეცხლთან თამაში


დავდივარ ჩემთვის, აღარც ვგანგაშობ , 
მხედართმთავარი ტყვედ ისევ რომში ..   
ვიღაც ისევე ცეცხლთან თამაშობს , 
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში .. 

და მატყობინებს ფრინველიც ამბავს.. 
ნუთუ მე ვგავარ იმ გლადიატორს 
სადღაც რომ მასხრად აიგდებს ვიღაც, 
ან კოღოს მოკლულ დიდ იმპერატორს ?   

ჩემი ყურები გისმენენ მარად,
და ვგრძნობ სიძულვილს უაპარატოდ, 
ჩამესმის თითო სალანძღი სიტყვა, 
სადაც არ უნდა ილაპარაკო.. 

დავდივარ ჩემთვის, აღარც ვგანგაშობ , 
მხედართმთავარი ტყვედ ისევ რომში.. 
ვიღაც ისევე ცეცხლთან თამაშობს , 
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ..
ჩამესმისშადიმანებიცეცხლთან-თამაშივილი-ჩხეტიძეგიორგი-ვილი-ჩხეიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი