ქერა, ცისფერთვალება


ლოცვის სიმყუდროვეში ძრწოლა გიპყრობს სისხლამდე, 
და სიცივე რომელიც სითბოდ მოგეჩვენება, 
გაგიელვებს თვალებში, დაგიტოვებს ნამწვავებს, 
საფირონის თვალებიც ხატებს მიაშტერდება.. 

სიყვარული მძვინვარე გულს გიფატრავს მახვილით, 
გაგონილი არ არის არცერთი დაძახილი, 
ყველაფერი დაინთქა შავ ციფრულ ეპოქში, 
სიკვდილივით მიყურებს მშვენიერი გოგონაც.. 

ჩემს გაყინულ მკლავებში თითქოს ხოცავს მეომრებს, 
და უძვლო სამარე აქვს ლაქარდიან ღიმილშიც, 
ასეთი გიწერია, როგორც ლეტას მდინარე, 
ცხედარივით მძინარე მიყვები მის დინებას.. 

გიჭირს წარმოდგენაც კი იდეალურ სიტყვების , 
უძღვნი მხოლოდ ულმობელ, სარკასტულ მძვინვარებას.. 
ქერა თმები დალალებს ჩაიწნავენ, იხდენენ, 
მე კი ვითვლი სადამდე ავა ეს მხურვალება.. 

ქერა, ცისფერთვალება, თავს მახსენებს სიკვდილი, 
მონასტრის სიმყუდროვე, სიმშვიდე მენატრება,  
გული ისარს ალმასის, დაგლეჯასაც გაუძლებს,  
ვიცი, გულს დამიმშვენებს მორიგი გამარჯვება..
ლოცვავილი-ჩხეტიძექერა-ცისფერთვალებალამაზი-ქალიღვთისმშობელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი