ღამე მარიამობის (ლოცვა)..
დედავ სიყვარულისა, მარიამ ღვთისმშობელო, სინათლეო გულისა, ცათა საგალობელო, როგორც წამი წამება ისე გადის ცხოვრება, მიტოვებას ვღებულობ ნაცვლად სიხარულისა.. მოდის ტაძარის სტოამდე გაბზარული გალობა, და სულ ახლოს მიწასთან დაღლილ ჩემს თავს ვპოულობ, ამ ტაძარში ვაგროვებ ჩემი სულის ნანგრევებს, სამარის სიბნელეა ნამტირალევ თვალებშიც.. ნაიარევ ღიმილში, თითქოს ციცინათელა, გაიელვებს, ჩაქრება დარდი ფარულ დათმობად, სულიც შენს საგალობელს უნებლიედ აყვება, და თანხმობის მაგივრად საყვედურზე გიამბობს.. და ვარდები ხატებთან ამბობენ კვლავ არაფერს, რატომ მკლავს და მახარებს ღამე მარიამობის.. დამაქვს გულში დუღილად პატარა აღსარება, და ამდენი გაძლებაც სისუსტეზე მიამბობს.. ჩაყლაპული ყვირილით მთელი ზეცის წინაშე, ვერაფერი ამოვთქვი გარდა სინანულისა, გარდა გულის ტკივილის.. მხოლოდ სიცარიელე .. მოცეკვავე სიბნელეც კელაპტართან თამაშობს ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი