მოძღვარი (სატირიკული)..


გოგონა უცქერს მოძღვარს მღელვარე,
ძაღლი კიბესთან ყეფს.. 
თეთრი ოლარი ბრწყინავს, ელვარებს
და თან იჩაჩავს მხრებს.. 

გოგონა ისმენს ყეფას და ფსალმუნს, 
ისწორებს მანდილს სულში განგაშით.. 
ოფლი დასხმია უბიწო შუბლზე, 
და მიწურულა წირვაც ტაძარში..

გადაკრავს ზოგჯერ ცივი ნიავი, 
მადლობას სწირავს ქარს.. 
მიიწევს რიგში ფარასთან ერთად, 
რომ ეამბოროს ჯვარს..
 
გოგონა უცქერს ცუგას მღელვარე,
მღვდელი კიბესთან ყეფს.. 
თეთრი კბილები ბრწყინავს, ელვარებს..
და თან იჩაჩავს მხრებს..
მოძღვარიცუდი-მოძღვარიგოგონა-კიბესთან-ძაღლიგოგონა-უცქერს-მოძღვარს-მღელვარეთეთრი-ოლარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი