მინდვრის ყაყაჩო


ბოლოს წყვეტ ბრძოლას, დებ იარაღებს ,
და წისქვილივით ტრიალს ეშვები, 
არც სიყვარული გალაპარაკებს 
და არც ხმებს ირგვლივ არ ედევნები.. 

ბოლოს შენს თავთან ხდები მართალი, 
ყველას წინაშე თუნდაც გამტყუნდე, 
ხვდები დამდგარა ცივი ზამთარი 
და ყინავს შენს წყალს სხვათა სიცივე..
 
ბოლოს იკიდებ შენს გუდა-ნაბადს, 
მიდიხარ შორს და უმისამართოდ, 
ტოვებ პატარა საყვარელ ბარათს, 
და ზედ დახატულ მინდვრის ყაყაჩოს..
განშორებაწასვლა-მონასტერშიმინდვრის-ყაყაჩობოლოს-წყვეტ-ბრძოლასთავთან-მართალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი