თეთრი ენძელები
ბედს არ ემდურის, მასზე ახია, როდესაც ღმერთმაც გული დახია.. უფრო ხმამაღლაც დაუძახია, რომ მის გარშემო ჭრელი ხალხია.. ელის ტყვიებსაც და დიდ სცენასაც, სადაც ის როლებს სულ არ თამაშობს, განგაში თავში, გულში, მუცელში, და თავმდაბლობით ხშირად ამაყობს.. და სულ მიწასთან ახლოს და ახლოს, გველიც კი მასზე მაღლა დაცურავს, მშვიდობა გაქრა მშვიდობიან დროს და მძვინვარება სიყვარულს ხურავს.. ნახევრად მკვდარი თუ ამბობს სიტყვას, მასში ის მოკლეს ვინც კეთილია.. სიდინჯე ახლავს, ჯერაც არ უთქვამს, ''მე''-ს და ''შენ''-ს შორის რა მანძილია.. გულით დააქვს ყინვა, ცივად დააბიჯებს.. ციდან მოფრინავენ თოვლის ფანტელები, და საბნის ქვეშ სადღაც, უნებლიე ცრემლით სიკვდილს უმღერიან თეთრი ენძელები ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი