მამას..


მხოლოდ შენი ხმა გულში ლამპრად თუ ჩამესმება, 
შენი სიტყვები, ჩემო კარგო, დღესაც წინა მაქვს..
არ მეღიმება, დევს სურათი შენი ხატებთან..
და სიმარტოვის სურნელია ყველგან ბინაში.. 

გამახსენდები, ზოგი წყენაც გამახსენდება.. 
როგორ სისაწყლით გაგაცილე სულ ბოლო გზაზე..
ყველა ფერება სულში ჩამცემს ულმობელ მახვილს.. 
სიშორე შენი მე დამანგრევს, მიწაზე დამცემს.. 

ეხლა გპატიობ, გირიგდები, ეხლა გეხვევი..
როცა გაჩუმდა შენი ხმა და სუფევს სიწყნარე.. 
და მეჩვენება რომ კვლავ მოხვალ იმ შორი გზიდან,
დაღლილი ძალზედ ლუდს დაისხავ და მარტო დალევ.. 
 
სნეულ გულივით ძვირფასი ხარ, უკურნებელად.. 
და ვერ დალაგდა ცხოვრების გზა, გაქრა სიმხნევე..
მე ვერაფერი ვერ მოგეცი, მხოლოდ სანთელი
თუ აინთება შენს სახელზე უფლის წინაშე..  

მხოლოდ შენი ხმა გულში ლამპრად თუ ჩამესმება,
შენი სიტყვები, ჩემო კარგო, დღესაც წინა მაქვს..
მამავილი-ჩხეტიძემამასვანო-ჩხეიძევანუშას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი