პატრიარქად დადგა ქალი (სახუმარო)..
პატრიარქად დადგა ქალი, და მას ტახტზე ჩაეძინა.. და სიზმარში სამოთხეზე უნებლიეთ გაეცინა.. მიდიოდა კვლავაც ბაღში, ისევ ის ხე იქვე იდგა, ისევ მოესხა ნაყოფი, გველმა მასთან ისევ ის თქვა.. გაიწოდა მანაც ხელი, მანაც ჭამა, სხვასაც მისცა, ღმერთმა ისიც მიაწყევლა, და წყევლისას გაეღვიძა.. შეიშმუშნა ქალი ტახტზე, რაღაც მწარედ იუარა, მერე დახედა ფეხებს და ბანჯგვლით მიხვდა - შიო ვარო.. პატრიარქად დადგა ქალი, და მას ტახტზე ჩაეძინა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი